რეზონანსი
21.07.2020

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, აცხადებს, რომ დაზიანებების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, შაქარაშვილი, სავარაუდოდ, ცოცხალი იყო. როგორც ექსპერტი ხსნის, სიცოცხლისდროინდელი ტრავმები გვამზე არ ტოვებს კვალს – იმისთვის, რომ დაზიანებებმა დატოვოს მოლურჯო ფერი, ადამიანი უნდა იყოს ცოცხალი.

„ვისაც ჰქონია მიცვალებულთან შეხება, შეუძლია თქვას, რომ გვამზე სისხლნაჟღენთები არ წარმოიქმნება. სიცოცხლისდროინდელი ნაჟღენთები განვითარებას და დინამიკას ვერ პოვებს გვამზე. როცა ვსაუბრობთ სიცოცხლისდროინდელ დაზიანებებზე და მათ ფერზე, ფერი არის მოლურჯო-მოიასამნისფრო – ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ 24 საათის წინ არის მიღებული ეს დაზიანებები. საშუალოდ 24 საათი ეს ადამიანი ცოცხალი იყო.

არის აღწერილი სათვალის სიმპტომი, თავ-ზურგ ტვინის სითხის შემღვრევა. გვაქვს ეჭვი, რომ იყო კრუნჩხვითი მოვლენები – ეს მიუთითებს, რომ ქალა-ტვინის მძიმე ტრავმასთან გვაქვს საქმე, სავარაუდოდ, ფუძის დაზიანებასთან. ეს დაზიანება უნდა იყოს ტომოგრაფიით დადასტურებული”, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, „დროებასთან” საუბარში ამბობს, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს არ გარდაცვლილა.

მარიამ ჯიშკარიანი მის პოზიციას დათვალიერების ოქმში არსებული ჩანაწერით ამყარებს – იქ აღნიშნულია, რომ გარდაცვლილის სხეულის ყველა კუნთში გვამური გაშეშება შეინიშნება, რაც, წესით, გარდაცვლილის სხეულზე 4 დღე არ უნდა აღენიშნებოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×