რეზონანსი
20.07.2020

საქართველო ავადმყოფი რომ იყოს, რა დიაგნოზს დაუსვამდით? - ამ კითხვით მიმართა ლევან რატიანს „იმედის" ჟურნალისტმა რუბრიკაში „პირადი ნივთები".

როგორც ექიმმა უპასუხა, საქართველოს დიაგნოზს ორი სიმპტომი აქვს - სიზარმაცე და ბოროტება.

პანდემიის წინააღმდეგ წარმატებული მებრძოლი ექიმი ამბობს, რომ ის ამ დაავადებებს წარმატებით განკურნავდა და ახალ მკურნალობის კურსს დანერგავდა...„საქართველოს სიმპტომთა კომპლექსი აქვს, რომელიც დაავადებას აყალიბებს. საქართველოს აქვს სიზარმაცე, არ გვიყვარს შრომა, თუ მიზანს ვერ აღწევენ, სხვებს აბრალებენ.

ამიტომ, აღმოვფხვრიდი სიზარმაცეს და ბოროტებას, დავნერგავდი სიყვარულს. საქართველოს დაავადებები განკურნებადია",- ამბობს ლევან რატიანი.

რაც შეეხება მსოფლიოში გავრცელებულ ვირუსს, ის პანდემიასთან ბრძოლის შედეგებით აშშ-ს პრეზიდენტთან იტრაბახებდა.

„ბატონო ტრამპ, ჩვენ ეს შევძელით" - აცხადებს ლევან რატიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×