რეზონანსი
20.07.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე დასწრება მის პოლიტიკურ სიმპათიაზემიანიშნებს.

კითხვაზე, „თქვენი იქ ყოფნა ხომ არ მიანიშნებს თქვენს პოლიტიკურ სიმპათიაზე", იმნაძემ ასე უპასუხა: „რომ არ მიანიშნებდეს, მე დღეს იქ არ ვიქნებოდი".მედიის წარმომადგენლებმა პაატა იმნაძეს ასევე ჰკითხეს, მივიდოდა თუ არა ღონისძიებაზე ოპოზიციის მიწვევის შემთხვევაში.

„გააჩნია ოპოზიციას. ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველ დღე გაგინებს", - აღნიშნა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×