რეზონანსი
20.07.2020

ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალის დედა, თამილა ჩეჩელაშვილი „მთავართან" საუბრისას ამბობს, მკვლელობას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღვოდა წინ, რადგან ნივთები დამტვრეული იყო.

ოჯახი ითხოვს, რომ დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. ასევე, მეზობლების დაკავებასაც ითხოვენ რადგან, ვარაუდობენ, რომ სიტყვიერი დაპირისპირებისას ხმას აუცილებლად გაიგონებდნენ, მათ კი რეაქცია არ ჰქონიათ.

რაც შეეხება დაკავებულს, მოკლულის დედა ამბობს, რომ ბრალდებული მასაჟისტია, მისი შვილიშვილთან ხშირად დადიოდა, თუმცა რა უნდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი, ოჯახისთვის უცნობია.

„მასაჟისტი იყო, შვილიშვილს უკეთებდა მასაჟებს... პათოლოგი, ლოთი, ფსიქიკური პრობლემები ჰქონია. კიდე კაი ჩემი შვილიშვილი არ იყო სახლში, თორემ იმასაც მოკლავდა, ისეთ აფეთქში იყო", - ამბობს მოკლულის დედა.

ცნობისთვის, 18 ივლისს ქუთაისში ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×