რეზონანსი
20.07.2020

„ქ​ართული ოცნების" გამოწვევა არაა ოპოზიცია, ჩვენი გამოწვევაა ის პრობლემები, რომლებიც არის საზოგადოებაში და საჭიროებს თანდათანობით აღმოფხვრას. ჩვენ ვმუშაობთ, რომ წარვადგინოთ კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დღის ქრონიკაში" „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ 2016 წელს საზოგადოებას წარვუდგინეთ ძალიან დახვეწილი საარჩევნო პროგრამა. იგივე ხდებოდა 2017 წელს, როცა თითოეული მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შემუშავდა საარჩევნო პროგრამა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი თუ რას ვაპირებდით ჩვენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

ამ შემთხვევაშიც მ​ზადდება საარჩევნო პროგრამა, რომელსაც დეტალურად წარვუდგენთ ქართულ საზოგადოებას. ეს პროგრამა ბუნებრივია მოიცავს, ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა ასპექტს. ეს არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური საკითხები. ასევე ეს არის განათლების თემა, საგარეო უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები.

დაპირებები იქნება ძალიან კონკრეტული. დაპირებები იქნება ერთი მხრივ ა​მბიციური და ამავდროულად რეალისტური. ჩვენ პასუხისმგებლობას ავიღებთ იმაზე, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თითოეული ეს დაპირება შესრულდება", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×