რეზონანსი
20.07.2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ახალგაზრდის ოჯახის წევრები ქვემო ფონიჭალაში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. სამართალდამცავები გოგონას პირად კომპიუტერს სწავლობენ, რათა დაადგინონ, ვისთან ჰქონდა ბოლოს კონტაქტი.

ახალგაზრდის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განმარტებით, გოგონას კუთვნილი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, ქუჩის ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, შემდეგ კი ადგილობრივმა - სოფელ გოლთეთში. ამის შემდეგ კვალი იკარგება, გათიშულია მობილური ტელეფონიც.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თეთრიწყაროს რაიონში თამარ ბაჩალიაშვილი პირველად იყო და იქ ახლობლები არ ჰყავთ.

თამარ ბაჩალიაშვილი თბილისის მკვიდრია. ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×