რეზონანსი
20.07.2020

დღეს, „ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა, სადაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმყოფებოდნენ.

კანდიდატების წარდგენას არ ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.მმართველი გუნდის დეპუტატის გია ვოლსკის თქმით, ზურაბიშვილის არანაირი ვალდებულება არ აქვს სიმპათიას გამოხატავდეს, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ.

„სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელსაც არავითარი ვალდებულებაც არ აქვს, და კონკრეტული პარტიის მიმართ არც შეიძლება, რომ სიმპათიას გამოხატავდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს", - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×