რეზონანსი
20.07.2020

პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი წა­რად­გი­ნა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 30-კა­ცი­ან სი­ა­ში მხო­ლოდ ერთი ქალ­ბა­ტო­ნია.

ნინო ლა­ცა­ბი­ძე მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის სა­ხე­ლით რუს­თავ­ში იბ­რძო­ლებს. ის გახ­ლავთ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მოქ­მე­დი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი სწო­რედ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან.

ნინო ლა­ცა­ბი­ძე და­ბა­დე­ბუ­ლია 1985 წელს. სხვა­დას­ხვა დროს სწავ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბებს (ბა­კა­ლავ­რი), ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სა­ბან­კო საქ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბი­სა და ბიზ­ნე­სინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჰყავს მე­უღ­ლე ვაჟა ბრაგ­ვა­ძე და 4 შვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×