რეზონანსი
20.07.2020

გუნდი, რომელიც წარმოდგენილია, წარმატების გარანტია, რადგან ყველა ადამიანი, ვინც დასახელდა, თავის საქმის პროფესიონალია, - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სიის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად წარმატებებს მიაღწევენ, რადგან აქვთ ხედვა, როგორ წარმოადგინონ თავიანთი მაჟორიტარული ოლქები.

„ერთადერთი, რის გამოც ეს ადამიანები დასახელდნენ,მათი წარმატებული კარიერა და მაღალი პროფესიონალიზმია, რაც მათ გააჩნიათ. მათთან ერთად წარმატებას მივაღწევთ, რადგან მათ აქვთ ხედვა, თუ როგორ წარმოადგინონ თავიანთი მაჟორიტარული ოლქები, ეს ადამიანები, ჩვენი აზრით, უკონკურენტოები არიან და შედეგს ძალიან მალე, 31 ოქტომბერს დავდებთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×