რეზონანსი
20.07.2020

19 ივნისის ღამეს ნარეკვავში დაბადების დღის წვეულებაზე მყოფი ადამიანების მიმოწერა „კურიერისთვის“ ხდება ცნობილი.

აღნიშნული მინაწერები საქმის 19-ე ტომში დევს, ამ მინაწერებით ირკვევა, რომ გიორგი ქათამაძე საკუთარ მეგობარს სწერს, თუ რა მოხდა დაბადების დღეზე. შეტყობინებბეის მიხედვით, „ნახალოვკლები“ აგარაკზე მისვლისთანავე აგრესიულები იყვნენ, კონფლიქტის დროს კი დაუნდობლები

კურიერის ინფორმაციიით გიორგი ქათამაძე მეგობარს წერდა: 

გიორგი ქათამაძე – „მკლავდნენ, შერყევა არ მაქვს, ტანზე არაფერი მჭირს, ცხვირი გამიტყდა. 1 ნაკერი წარბზე, ნაკერები ყურის უკან, მეგონა, რომ დამბრიდავდნენ. იქ ყველა ერთად მოგვახტა და ჩავუვარდით ხელში, შარზე იყვნენ და პირდაპირ შეურაცხყოფაზე მოდიოდნენ“.

ქათამაძის მეგობარი – „ესე როგორ გაგიმეტეს? ან ის შენი ახლობელი სად არის, ამდენ ხანს, რომ არ გამოჩნდა“

გიორგი ქათამაძე – „არ ვიცი, მე არ ვიცნობდი, მინდორში ვეძებეთ ბიჭო, ხო არ დაბრიდესმეთქი”

ქათამაძის მეგობარი – „ჩემი ძმაკაცი როგორაა, დაჭრილიაო თუ რაღაც?“

გიორგი ქათამაძე – „ის მაგარი ნაცემია, მარა სახეზე არა ფეხში ოდნავ დაჭრეს, გასმული აქვს. ჯინსი შემოეხა, პირდაპირ ბიტებს თავში გვირტყავდნენ თან ბიჭო, ორი ვინც ჩვენი ძმაკაცი არაა, პროსტა ჩვენთან აღმოჩნდა, გაიქცნენ. გაგდებული ყავდა კოკო და შევვარდი. წავიდნენ, დაბრუნდნენ და გავექეცით რომ დავეჭირეთ, მე ორი დარტყმა მინდოდა და ვსიო”, - წერს გიორგი ქათამაძე მეგობარს ტრაგედიის ღამეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმის 18-ე ტომში კონსტანტინე ღიბრაძის (ე.წ. დიჯეის) სოციალურ ქსელში მინაწერებიც დევს, სადაც ღიბრაძე თავის მეგობარს დაპირისპირების პირველ ვერსიას უყვება და აღწერს, როგორ დაიწყო პირველი დაპირისპირება.

კოკო ღიბრაძე – „როგორც გავიგე ვიღაცეებში შელაპარაკების ნიადაგზე. ჩვენ არ ვყოფილვართ მანდ, მანამდე იყო უბრალოდ შენიშვნები, მე მითხრეს მთვრალებმა ეე დიჯეიო და ავუხსენით, რომ მეთქი მეც იუბილარის მეგობარი ვარ თქო და არაფერი რამე ზედმეტი”

კოკო ღიბრაძის მეგობარი – „არ იცნობდი იმათ ხო?”

კოკო ღიბრაძე – „ნახალოვკელებს არა, მოკლედ გადაეკიდნენ ვახოს და ანაც შეიყვანეს სიცრუეში”

კოკო ღიბრაძის მეგობარი – „ისიც ვიცით, ვინც გამოიძახა ეგ მკვლელები! და ისიც დაისჯება. სხვათა შორის ისიც გაეკიდა გიოს.”

კოკო ღიბრაძე – „აი პროსტა ვერ ვხვდები რა ინტერესი ქონდათ ჩვენი ან გიოსი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×