რეზონანსი
20.07.2020

ჩვენ დღეს დავასახელეთ 30 წარმატებული ადამიანი და თითოეული მათგანი ღირსეული ადამიანია, ისინი გააუმჯობესებენ საპარლამენტო ცხოვრებას, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ, მაჟორიტარი კანდიდატების სიის გასაჯაროვების შემდეგ განაცხადა.

„ამ შემადგენლობაში არიან ახალი სახეებიც და ისინიც ვინც გუნდს 2012 წლიდან მოჰყვებიან. ამ კანდიდატების სინთეზი მიდის იქით, რომ ჩვენ გათვლა გვაქვს კომპეტენციაზე, რაც უნდა გამოადგეს ქვეყანას. ჩვენ უკვე დავიწყებთ ფიქრს საარჩევნო სიაზე. აქ უფრო მეტი, ახალი სახეები იქნებიან, რა თქმა უნდა, იქნებიან, ქალები და გუნდის ძველი სახეებიც. სექტემბერში საზოგადოებას მთლიან სიას წარვუდგენთ. ეს საარჩევნო მარათონი, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×