რეზონანსი
20.07.2020

ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ბრიფინგი, რომელიც დღეს, 20 ივლისს უნდა გამართულიყო, გადაიდო, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის იქნება აღნიშნული ბრიფინგი, უცნობია. ადვოკატის განცხადებით, იაკობ ბრეგვაძე საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას.

„აღნიშნული ბრიფინგი გადაიდო, იმიტომ, რომ მე მომიწია ქალაქგარეთ გასვლა და როგორც კი დავბრუნდები, ბუნებრივია, პრესისთვის გახდება ცნობილი, როდის იქნება. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, ეს ნიშნავს იმას, რომ შემთხვევის ადგილზე უნდა გაიყვანონ მოწმე, ბრალდებული თუ დაზარალებული იმისთვის, რომ აღადგინონ იმ დროს განვითარებული მოვლენები. აღნიშნულზე ჩვენ განვაცხადეთ თანხმობა ერთი დათქმით - რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულიყო იმ დროს, იმ ხილვადობისა და იმ ამინდის პერიოდში, როდესაც რეალურად ვითარდებოდა მოვლენები“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×