რეზონანსი
19.07.2020

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას TV პირ­ვე­ლი ავ­რცე­ლებს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, გო­გო­ჭუ­რის და­კა­ვე­ბა სას­ტუმ­რო "პა­რაგ­რაფ­ში“ ე.წ. საქ­მის გარ­ჩე­ვას მოჰ­ყვა. საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ია­რა­ღიც, რო­მე­ლიც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, გო­გო­ჭურს ჰქონ­და.

"პა­რაგ­რაფ­ში" ინ­ცი­დენ­ტი დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და და მინ­დია გო­გო­ჭუ­რი ოზურ­გე­თის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, დი­ლის 10:00 სა­ა­თის­თვის შე­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ამ დრომ­დე იმ­ყო­ფე­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ში მი­უ­თი­თებს, რომ მინ­დია გო­გო­ჭურ­მა მის მე­უღ­ლეს მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა და სწო­რედ ამას მოჰ­ყვა "პა­რაგ­რა­ფის" სა­პირ­ფა­რე­შო­ში "საქ­მის გარ­ჩე­ვა".

შეგახსნებთ, გოგოჭურის მეუღლე გიორგი მარგველაშვილის მეუღლის მაკა ჩიჩუას ქალიშვილი, მაშო ჩიჩუაა.

სას­ტუმ­რო­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მიმ­დი­ნა­რე­ობს ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზა. რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნავს, მინ­დია გო­გო­ჭურს ია­რა­ღი­დან არ გა­უს­რო­ლია.

ეს მისი პირველი დაკავება არ არის, გოგოჭური განგსტერული თავგადასავლებით არის ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×