რეზონანსი
19.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმის მე-18 ტომში კონსტანტინე ღიბრაძის (ე.წ. დიჯეის) სოციალურ ქსელში მინაწერებიც დევს, სადაც ღიბრაძე თავის მეგობარს დაპირისპირების პირველ ვერსიას უყვება და აღწერს, როგორ დაიწყო პირველი დაპირისპირება.

კოკო ღიბრაძე - "როგორც გავიგე ვიღაცეებში შელაპარაკების ნიადაგზე.

ჩვენ არ ვყოფილვართ მანდ,

მანამდე იყო უბრალოდ შენიშვნები,

მე მითხრეს მთვრალებმა ეე დიჯეიო

და ავუხსენით, რომ მეთქი მეც იუბილარის მეგობარი ვარ თქო

და არაფერი რამე ზედმეტი"

კოკო ღიბრაძის მეგობარი - "არ იცნობდი იმათ ხო?"

კოკო ღიბრაძე - "ნახალოვკელებს არა, მოკლედ გადაეკიდნენ ვახოს

და ანაც შეიყვანეს სიცრუეში"

კოკო ღიბრაძის მეგობარი - "ისიც ვიცით, ვინც გამოიძახა ეგ მკვლელები! და ისიც დაისჯება. სხვათა შორის ისიც გაეკიდა გიოს."

კოკო ღიბრაძე - "აი პროსტა ვერ ვხვდები რა ინტერესი ქონდათ ჩვენი ან გიოსი"

ეს არის სოციალური ქსელებიდან ამოღებული ის მიწერ-მოწერა, სადაც ტრაგიკული ღამის დეტალებს საქმის ფიგურანტები იხსენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×