რეზონანსი
19.07.2020

თბილისში მე-18 საუკუნის ძეგლი დააზიანეს - განადგურებულია წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესიის ისტორიული ფასადი, საფლავები და უნიკალური წარწერები. თეოლოგები სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ და სამართალდამცველებს მიმართავენ.

"წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა ჩვენს თვალწინ, ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო ეკლესიაში წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზიშვილის ხელმძღვანელობით," - აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი. ის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და დეკანოზისთვის მღვდელმსახურების აკრძალვას ითხოვს. ასევე თეოლოგის თქმით, ალავერდელმა მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა პოსტი უნდა დატოვოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×