რეზონანსი
19.07.2020

მკვლელობა თბილისში - ახალგაზრდა მამაკაცს ზურგის და ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. "კურიერის" ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც უცნობმა პირმა, კახაბერ თეგეტაშვილი დაჭრა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილი კახაბერ თეგეტაშვილი ყოფილი პოლიციელია, უცნობია დაპირისპირების მოტივი. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს არ იცნობდნენ და სიტყვიერი დაპირისპირება, სავარაუდოდ ერთ-ერთ ბარში დაიწყო.

გარდაცვლილი მამაკაცი ბოლო წლების მანძილზე საქართველოში არ ცხოვრობდა და ის ახლახანს ჩამოვიდა დედაქალაქში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×