რეზონანსი
19.07.2020

აშშ ხედავს, თუ როგორ ცდილობს რუსეთი პოზიციების გაძლიერებას საქართველოში, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ფორინ პოლისი“, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი იყენებს გაყინულ კონფლიქტებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, რათა კიდევ უფრო შეაფერხოს კავკასიელი ერის სტაბილურობა და ევროპული საზოგადოებისკენ სწრაფვის სიცოცხლისუნარიანობა.

სტატიის თანახმად, 2019 წელს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ბიუჯეტების უდიდესი ნაწილი 275 მილიონი დოლარით დააფინანსა, აღნიშნული ტერიტორიები კი საქართველოს სეპარატისტული რეგიონებია, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს შეადგენს და 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×