რეზონანსი
19.07.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ დატოვა. ის უწყებაში ადვოკატთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც იაკობ ბრეგვაძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ, მედიასთან განაცხადა, მას კითხვები ჰქონდა გამოძიებასთან.

"გამოძიებასთან მქონდა ის კითხვები, რატომ მცნო დაზარალებულად. ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი და მითხრეს, რომ მორალური ზიანის გამო მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. ასევე გამოძიებამ ნახა ჩემი სოციალური ქსელების მიმოწერები", - განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მათ მოითხოვეს, რომ შემთხვევის ადგილზე ექსპერიმენტი ღამის საათებში ჩატარებულიყო, რაზეც გამოძიებისგან თანხმობა მიიღეს.

"მისი სოციალური ქსელები დაათვალიერა გამოძიებამ, მას აქვს ძალიან ბევრი მიმოწერები, ის ამ დღეების განმავლობაში ათვალიერებდა ამ მიმოწერებს და ჩვენ, რაც მიგვაჩნია, რომ საჭირო იყო გამოძიებას სცოდნოდა, ჩვენ ეს წარვადგინეთ.

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, ჩვენ გვინდა მივიღოთ მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში იმ დროს, რა დროსაც ეს მოქმედებები ხდებოდა. ჩვენი მოთხოვნა იყო ექსპერიმენტი ჩატარებულიყო ღამის საათებში და ამაზე თანხმობა მივიღეთ და დამატებით შეგვატყობინებენ ამაზე",- განაცხადა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×