რეზონანსი
19.07.2020

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გახსნიდან დღემდე 100 000-ზე მეტმა სტუმარმა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნიდან დღემდე, ოთხი დღის განმავლობაში, 100 000-ზე მეტი სტუმარი გვეწვია! მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს მოსვლისთვის და, განსაკუთრებით, იმ გულწრფელი ემოციების გამოხატვისთვის, რასაც თქვენი შთაბეჭდილებების სახით ვიღებთ, მათ შორის, პირად შეტყობინებებშიც. მადლობა და გელით კვლავ,- წერია დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს გაიხსნა. პარკში შესვლა ყველა სტუმრისთვის უფასოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×