რეზონანსი
19.07.2020

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ისევ არეულობაა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის სამი ტანკის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და აცხადებს, რომ საბრძოლო ტექნიკა სომხური წარმოების სპეციალური დანიშნულების უპილოტო საფრენმა აპარატმა გამოიყვანა მწყობრიდან.

ექვსდღიანი ბრძოლის შემდეგ კი, აზერბაიჯანულ მხარეს ფრონტის ხაზიდან დაზიანებული ჯავშანტექნიკა გაჰყავს. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ქვეყნებს შორის დაპირისპირებას სომხეთის მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროვოცირებულ ქმედებად აფასებს, რათა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მძიმე ვითარება გადაფარონ. შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×