რეზონანსი
19.07.2020

ადრეულ ეტაპზე მკაცრმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა წარმატება გამოწვევასთან ბრძოლაში, რაც არის ნიშანი, რომ საქართველოს ჰყავს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგული ლიდერები, როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკური აღდგენის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მესამე სექტორის შეფასებითაც, საქართველოს ხელისუფლების არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია. თქვენ მას შეხვდით. თქვენი აზრით, რამდენად აინტერესებს მას დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში და აქამდე თუ განხილულა მის მიმართ რაიმე სახის სანქციების ამოქმედება აშშ-ში?“.

ელჩის თქმით, პანდემიის პერიოდში კარგად გამოჩნდა, საქართველოში როგორ ეფექტიანად მართეს უპრეცედენტო საგანგებო ვითარება, რისთვისაც არც ერთი ქვეყანა არ იყო მზად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×