რეზონანსი
19.07.2020

კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 15 მილიონს აღწევს, 605 ათასი დაღუპულია. ყველაზე მეტი გარდაცვლილი ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მას მოჰყვება ბრაზილია და დიდი ბრიტანეთი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 260,000-ით გაიზარდა. ამასთან, ვირუსს 7,360 ადამიანი ემსხვერპლა. ეს კი, 10 მაისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადჰარნოს განცხადებით კი, ჯანმრთელობა არა ფუფუნება, არამედ სტაბილურობის საფუძველია.

"პანდემიამ გვასწავლა, რომ ჯანმრთელობა არ არის ფუფუნება, ესაა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი, გვმართებს ყურადღება და ერთსულოვნება, რათა ეს ყველაფერი კაცობრიობამ შეინარჩუნოს,"- განაცხადა ტედროს ადჰარონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×