
“არ ვიცი ექვსი მერის საქმის დეტალები და არც ამ კონკრეტული შემთხვევის დეტალები. მე მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ვიცე-მერთან, ჯაბა ტუღუშთან, რომელიც ჩართულია მერიის საქმიანობაში და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს. ექვსი თვეა ვიმყოფები საქართველოში და შემიძლია შევაფასო დემოკრატია, როგორც საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი, ცოცხალი, თავისი დათმობებით, კომპრომისით. ეს ასეც უნდა იყოს, ეს დამახასიათებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის. სწორედ ამიტომ არის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ასე მნიშვნელოვანი და შემდეგ, ერთ წელიწადში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საქართველო ავითარებს კონტროლისა და ბალანსის სისტემას, რაც საშუალებას მისცემს ხალხს გამოხატოს თავისი მოსაზრება – მიდის თუ არა დემოკრატიული განვითარება სწორი გზით, თუ არსებობს პრობლემები.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ პროცესში, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვეხმარებით საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ეს თავის მხრივ იმას უწყობს ხელს, რომ ამომრჩევლმა აირჩიოს ის, ვინც უკეთ წარმოადგენს მას და მის საჭიროებებს. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები პოლიტიკური დისკუსიის სტაბილურობის გარანტიაა, რაც დემოკრატიის ცენტრალური ნაწილია”, – უპასუხა ელჩმა.