რეზონანსი
19.07.2020

„ჩვენ გვინდა საზოგადოებამ ნახოს, შეძლო თუ არა იაკობ ბრეგვაძემ ე.წ. ღობეზე გადახტომა და რისი დანახვა შეეძლო მას იმ ადგილიდან, სადაც თვითონ იყო. ჩვენ გვინდა ყველაფერი იყო მაქსიმალურად ობიექტურად და ახლოს იმ ღამეს განვითარებულ მოვლენებთან“, - ამის შესახებ იაკობ ბრეგვაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ შსს-ში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„იაკობი დაზარალებულადაა ცნობილია. ყველამ იცის აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალები ჩვენ გარდა. გვაქვს გარკვეული კითხვები გამოძიებასთან ამიტომ მოვედით.

ჩვენი კითხვები იაკობის მიერ საგამოძიებო მოქმედებეში მონაწილეობას ეხება. გარდა ამისა, საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებული კითხები გვაქვს, დროის შეთანხმების საკითხი. ჩვენი მოთხოვნაა იგივე დროს მოხდეს აღნიშნული, რა დროსაც ეს საბედისწერო მოვლენები განვითარდა.

ჩვენ გვინდა საზოგადოებამ ნახოს, შეძლო თუ არა იაკობ ბრეგვაძემ ე.წ. ღობეზე გადახტომა და რისი დანახვა შეეძლო მას იმ ადგილიდან, სადაც თვითონ იყო. ჩვენ გვინდა ყველაფერი იყო მაქსიმალურად ობიექტურად და ახლოს იმ ღამეს განვითარებულ მოვლენებთან,“ - განაცხადა ირმა ჭკადუამ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×