რეზონანსი
19.07.2020

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

მის მიმართ ეს ზომა დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ შეარჩია. ამის შესახებ ინფორმაცია უკანონოდ დაკავებული 45 წლის კაცის ოჯახმა წითელი ჯვრისგან მიიღო.

ორგანიზაციის წარმომადგენლებისგანვე შეიტყვეს, რომ მღებრიშვილის მდგომარეობა ნორმალურია.

ოკუპანტების მიერ გატაცებულის ოჯახმა მასთან კიდევ ერთი წერილი წითელ ჯვარს გაატანა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიაწვდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×