რეზონანსი
19.07.2020

გურჯაანში, 18 ივლისს, მეხუთე სართულიდან გადავარდნილი სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

როგორც დაშავებული მცირეწლოვანის მეზობლები აცხადებენ,  ბავშვი, თამაშის დროს, ფანჯარის რაფაზე ავიდა და გადავარდა.

დაშავებული ჯერ გურჯაანის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით კი, კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×