რეზონანსი
19.07.2020

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოეყოფა.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების სახურავებს სრულად და ნაწილობრივ გამოცვლიან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.

კახეთში, სტიქიის შედეგად თელავისა და ყვარელის მუნიციპალიტეტები დაზარალდა. ყვარლის მუნიციპალიტეტში ზიანი მიადგა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტში ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების პარალელურად, საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ჯამში, სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი და ქალაქი თელავი დააზარალა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე აწარმოებენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღწერას. კომიისის მიერ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 200-ზე მეტი დაზიანებული საცხოვრებელი სახლია აღწერილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×