რეზონანსი
19.07.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესი შეაფასა. მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია დამნაშავის დადგენა. მისივე განმარტებით, ყველა ის ადამიანი, ვინც არაკეთილსინდისიერად შეასრულა პროფესიული მოვალეობა, აუცილებლად დაისჯება.

„გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ოჯახის მორალურ მდგომარეობას და ჩვენი საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც. ჩვენ პირველი რა უნდა გავაკეთოთ?! უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ ვინ იყო დამნაშავე, ამის შემდეგ თუ იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა, იქნება დასჯილი. მერწმუნეთ, მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული. შიდა საქმეებსა და გამოძიებაში მე როგორც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზეა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×