რეზონანსი
18.07.2020

მე მართლა არ მქონია 112-ში დარეკვის მცდელობა, გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა ისეთია ჩემი მხრიდან, ჩემს დაბადების დღეზე ჩემს მეგობრებს პოლიცია გამოვუძახო და ვინმე წაიყვანონ… – ამის შესახებ საბედისწერო ღამის იუბილარი, ანი გაბეჩავა „შაბათის ფორმულას“ ეთერში საუბრობს.

„პირველი ჩხუბისას შეიძლება, რაღაც ისეთი მომენტი ყოფილიყო, რომ დალიეს და ნასვამები იყვნენ, გულში ჩაიდეს ალბათ (DJ-ის ეპიზოდი), აგრესია იყო ერთმანეთის მიმართ აშკარად და მერე დალევის შემდეგ გაახსენდათ, ალბათ, და მაგაზე დაიწყეს. მე მართლა არ მქონია 112-ში დარეკვის მცდელობა, გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა ისეთია ჩემი მხრიდან, ჩემს დაბადების დღეზე ჩემს მეგობრებს პოლიცია გამოვუძახო და წაიყვანონ…რაღაც ისეთი იყო, რომ ჩემგან არ გამოდიოდა და არც მიფიქრია იმიტომ, რომ არ მეგონა, თუ ასე გაგრძელდებოდა ყველაფერი. რომ მეფიქრა, აუცილებლად დავრეკავდი. არ მგონია, რომ ეს დაბადების დღის ბრალი ყოფილიყო. ნაქირავები სახლის ბრალიც არ ყოფილა. ეს უბრალოდ ჩვენი ბრალია, ალბათ, ადამიანების”- ამბობს გაბეჩავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×