რეზონანსი
18.07.2020

ახალგაზრდა დეტალურად იხსენებს რა მოხდა მას შემდეგ: თბილისისკენ მიმავალთ არაგვის  ხიდთან ახლოს მანქანა მიუახლოვდათ, საიდანაც რამდენიმე პირი გადმოვიდა, მათ შორის ერთი რკინით შეიარაღებული.

ბრეგვაძის თქმით რკინის დანახვისას გაიქცა და კამერის დაცვა სცადა.

„ჩემი კამერა ძალიან მიყვარს და მაგის უსაფრთხოება უზრუნველყავი, როცა ზევით ავედი მეორე სართულზე. ჩავდე ჩანთაში კამერა. იმ შენობიდან გადახედვა არ მიცდია, რომ დავენახე ამოვიდოდნენ. დავრეკე 112-ში. მერე ველაპარაკე ოპერატორს, გუგლ მეპზე რაც ვნახე, ქებაბ ჰაუსი, ის ვუთხარი ოპერატორს. ხმაური ისმოდა, მაგრამ გარკვევით რას ამბობდნენ, ვერ გავიგებდი. როცა გადმოვიდნენ მანქანიდან, პირდაპირ ჩხუბზე გადმოვიდნენ, მაგ დროს დარტყმა არ დამინახავს, მაგრამ დიდ გულზე იყო. სახეზე არ შემიხედავს, რკინა დავინახეთ და ყველა გავიქეცით. გიორგის დაკარგვა და იქ რა მოხდა, არ ვიცოდი.  ესეთი რაღაც რომ მოხდა, ძალიან განვიცდი, მაგრამ არ შემიძლია გამოხატვა, ასეთი ვარ“, - დასძინა ინტერვიუში ბრეგვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×