
19 ტომიანი საქმის მე-4 ტომში დევს ერთი ძალიან საინტერესო ჩვენება, რომელიც შესაძლოა შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდეს.
არასრულწლოვან ზ.ხ-ს ჩვენების თანახმად, არაგვის ხიდთაან დაინახეს 4 პირი, ვახტანგ ჩიქოვანმა დაიძახა ესენი არიან ვინც მცემესო და ვასოს მანქანა გააჩერებინა, ყველანი გაიქცნენ,
„გავეკიდეთ, ჩვენი მეგობრები ეძახდნენ, რომ გაჩერებულიყვნენ და თან აგინებდნენ, წინ გავრბოდით მე და ა.ქ უკან მოგვზდევნენნ დანარჩენები, ოთხივემ გადაჭრა გზა, დავინახე როგორ გარბოდა 3 პირი, ერთი საით წავიდა ვერ დავინახე, სამივეს გავყევით მე და ა.ქ.
„ერთი გზისპირა ჯიხურთან გაუჩინარდ,ა მეორე მის ქვემოთ არსებულ ბუჩქებთან მიიმალა , ხოლო მესამემ რომელსაც შორტი ეცვა გზაზე ჩაირბინა რომელიც ხიდის ქვეშ გადიოდა, მას შმდეგ რაც ვახოს ვუთხარი საით წავიდნენ გვითხრა მოგვეყვანა მანქანა.
„მანქანის მოსაყვანად წავედით მე ვასო და ნიკუშა, ხოლო ადილზე დარჩნენ ა.ქ, ვახტანგ ჩიქოვანი და არჩილ გაგნიძე, რომლებმაც ჩაირბინეს ხიდის ქვეშ რა მიმართულებითაც გაიქცა ის ერთი ბიჭი,“- ამბობს თავისს ჩვენებაში არასრულწლოვანი.
შესაბამისად, "ფორმულას" ინფორმაციით, მკვლელობისათვის ბრალი შესაძლოა არჩილ გაგნიძეს ვახტანგ ჩიქოვანს და არსრულწლოვან ა.ქ -ს წაუყენონ.