
მცხეთაში დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ ლისის ტბაზე ავედით, შემდეგ "10-15 წუთში რეკავს ვახო ახვლედიანი, რაღაცა ჩხუბი მოხდა, გვცემეს, მოგვაკითხეთო და საბურთალოელები წავიდნენ" - ასე გაიხსენა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ღამის ამბები ანა გაბეჩავამ "ფორმულას ეთერში.
როგორც იუბილარი იხსენებს, "ვარკვევდით, რადგან ვიცოდით, რომ ჩხუბი მოხდა, ვცდილობდი დავკავშირებულიყავი ან კლასელებს, ან ვისთანაც შევძლებდი, ვწერდი კიდევაც, მაგრამ არავინ მიპასუხა.
მხოლოდ 2-3 საათისკენ ასეთ რაღაცას ვიგებთ, რომ ტელეფონი არ ჰქონდა და სახლში არ მისულა.
"თემქისკენ მიმავალთ, გზაში შემთხვევით შეგხვდა იაკობი, რომელმაც მოგვიყვა, რომ მანქანა გაჩერდა და გადმოცვივდნენ, მე კი დავიმალეო. მერე 112 გამოვიძახე და პატრულმა თბილისში ჩამომიყვანაო".
"იმ ღამეზე ჩვენ დეტალურად არავითარი ინფორნაცია რა ვიცოდით" - განაცხადა ანა გაბეჩავამ ინტერვიუში.