რეზონანსი
18.07.2020

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მოპედი ქვეითს დაეჯახა. 65 წლამდე ქალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოშია გადაყვანილი მოპედის მძღოლიც.

საავადმყოფოს მორიგე ექიმის თქმით, დაშავებულები გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებული და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×