რეზონანსი
18.07.2020

რაღაცნაირად უნდა ვახერხებდეთ ჩვენი შვილების აღზრდას ისე, რომ ჩვენმა შვილებმა ასეთი დანაშაული არ ჩაიდინონ, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მეუფეს თქმით, მას, როგორც მოქალაქეს სხვა რესურსი არ აქვს გარდა იმისა, რომ სიმართლის დადგენას დაელოდოს.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და ალბათ, არც ბოლო შემთხვევა არ იქნება. აქაც საუბარია იმაზე, რომ საზოგადოება უნდა იყოს ისე, რაღაცნაირად უნდა ვახერხებდეთ ჩვენი შვილების აღზრდას ისე, რომ ჩვენმა შვილებმა ასეთი დანაშაული არ ჩაიდინონ. ადამიანის მკვლელობა არის საშინელება. იმის გამო, რომ მე პირადად, როგორც მოქალაქეს, სხვა რესუსრსი არ გამაჩნია, უნდა დავუცადო და გავიგოთ სიმართლე როგორია, სიმართლე ნამდვილად კარგი იქნება, რომ ვიცოდეთ. თუ რაღაცის გამო სიმართლე იმალება, სიმართლის დამალვაც ცუდია ზოგადად,"- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×