რეზონანსი
18.07.2020

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში რომელ ადგილს დაიკავებს.

ამასთან, გახარიას თქმით, მას მაჟორიტარობის კანდიდატობაზე არ უფიქრია.

„მესმის, რომ გარკვეული ინტერესია, რაღაც ინტრიგაა. კიდევ ცოტა ხანს დაველოდოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, სიის ნომრით რომელი ვიქნები. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია," - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×