რეზონანსი
18.07.2020

თბილისში ძაღლის მიერ დაკბენილი 67 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მდგომარეობა არის მძიმე. ქალბატონი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჰემოდინამიკა სტაბილური გახდა უტარდება ყველა ის ღონისძიება, რაც პროტოკოლით არის მოწოდებული. ჯერ იმყოფება დაცვითი ნარკოზის ქვეშ. ამ ეტაპზე ჭრილობები გაკერილია. რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩატარებულია. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა რატიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა მუხლს არ აკონკრეტებენ. შემთხვევა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გუშინწინ მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×