რეზონანსი
18.07.2020

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამხედრო პროკურორმა ტიგრან კაბულოვმა საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის 11 ივლისს დაკავების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა.

„გახელაძემ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი და თან ჰქონდა თოფი. მესაზღვრეებმა ის შენიშნეს და შეჩერება უბრძანეს, გახელაძემ კი მიმალვა სცადა. მან ასევე გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი და ერთ-ერთი მესაზღვრის მიმართულებით სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა. ამის შემდეგ მესაზღვრეებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და საქართველოს მოქალაქე ფეხში დაჭრეს. ზაზა გახელაძე დაკავებულია და კარანტინში იმყოფება. მის წინააღმდეგ საქმე სამხედროს სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა", - განაცხადა ე.წ. სამხედრო პროკურორმა.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ოკუპირებულ ცხინვალში გადაიყვანეს. ფეხში დაჭრილი ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინშია მოთავსებული.

საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×