რეზონანსი
18.07.2020

რუსთავში მეხი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იმ ადგილზე დაეცა, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. ეზოში დაახლოებით 5 ახალგაზრდა იყო და მეხის ჩამოვარდნის შემდეგ ერთ-ერთმა, 25 წლამდე ბიჭმა ბარძაყის არეში ძლიერი დარტყმა იგრძნო და დაშავდა. ადგილობრივების თქმით, ხმა და დარტყმის ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ფაქტის შესახებ გაიგო, თუმცა ვერ მიხვდნენ, რა მოხდა.

"უცებ გრუხუნის ხმა გავიგე, საშინელი გრგვინვის ხმაც! უცებ გავიქეცი აივნისკენ. გოგირდის საშინელი სუნი იდგა და ბოლი! მეგონა დენის მრიცხველები აფეთქდა! ბიჭები გარბოდნენ! რა მოხდა, რა აფეთქდა-მეთქი და ჩემი მეზობელი მეძახის მეხი ჩამოვარდაო, იგივე მითხრა მეორე მეზობელმაც", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ადგილობრივმა მცხოვრებმა ნონა გელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×