რეზონანსი
17.07.2020

ამბროლაურში დაპირისპირების საქმეზე ყოფილ გუბერნატორსა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს, ოთარ სირაძეს და მის ძმას, დავით სირაძეს ამბროლაურის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე 1000-1000 ლარიან გირაოს ითხოვდა. სასამართლო ონლაინ ჟეჟიმში მიმდინარეობდა.

საქმის არსებითი განხილვა 4 სექტემბერს ჩაინიშნა.

ოთარ სირაძესა და მის ძმას გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლს ედავება. საქმე ეხება 4 ივლისს, ონში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქციაზე ბრალდებულებსა და ახალგაზრდა მწვანეების წევრს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×