რეზონანსი
17.07.2020

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფია თურქეთის სუვერენიტეტის საკითხია.

„ამ საკითხზე საერთაშორისო გამოხმაურებას ჩვენთვის სავალდებულო ძალა არ აქვს. ყველას საჭირო პასუხი გავეცი. ეს ჩვენი სუვერენიტეტის საკითხია. არავის შეუძლია ამ საკითხში ჩარევა. მოხარულნი ვართ, რომ ეს რეალობად ვაქციეთ. ამ საკითხისადმი პოლიტიკური მიდგომები დაუშვებელია“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ 1934 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის თანახმად, სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. ამრიგად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×