რეზონანსი
17.07.2020

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე პიტბულმა ქალი დაკბინა. შემთხვევა 16 ივლისს მოხდა. დაშავებული ქალი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა ქალის მდგომარეობა მძიმეა.

„ქალს კბენის შედეგად აქვს მიყენებული ჭრილობები თავისა და სახის მიდამოში. მას ოპერაცია ყბა-სახის ქირურგებმა ჩაუტარეს. ასევე აქვს მუცლის ჭრილობაც, თუმცა მუცლის ღრუს არაა დაზიანებული. დაზიანების გარეშე. ორივე კიდურზე აქვს ჭრილობა მიყენებული“,- აცხადებს ლალი ტურძელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×