რეზონანსი
17.07.2020

„7 უმთავრეს პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამის შესახებ დავალება მისცა. ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა, რა პროდუქტებზეა საუბარი, ესენია:

ბრინჯი

ფქვილი

მაკარონი

მზესუმზირის ზეთი

რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები.

პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაიცა დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 უმთავრეს პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა მოქალაქეებზე არ იყო ასახული. შესაბამისად, სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს მოსახლეობაზე მაქსიმალურად ნაკლებად ცვალებადი ფაქსები იყოს ამ პროდუქტებთან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×