რეზონანსი
17.07.2020

საქართველოს პარლამენტმა შექმნა ეფექტიანი კანონმდებლობა, რომელიც ძალიან მკაცრად სჯის დამნაშავეებს სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა ბოლომდე უნდა გამოიძიონ საქმე და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ.

„სამართლადამცავ სტრუქტურებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ ბოლომდე გამოიძიონ ეს საქმე და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავეები. ძალადობა არის მიუღებელი. ეს არის საქმე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ყურადღებით ვაკვირდებით გამოძიებას, პოლიტიკურ შეფასებებს პოლიტიკოსები გააკეთებენ მას შემდეგ, რაც საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×