რეზონანსი
17.07.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან გამოკითხვიდან გამოსულმა ფოტოგრფმა, იაკობ ბრეგვაძემ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც ბრეგვაძემ "აჭარის ტელევიზიასთან" განაცხადა, მას შაქარაშვილის საქმეზე საკუთარი ვერსია აქვს, თუმცა ფოტოგრაფმა ამის გაჟღერება არ ისურვა.

"მე ყველაფერს ვეუბნები გამოძიებას. ფოტოაპარატში არ არის წაშლილი არაფერი. ის, რაც აღადგინეს, არის 3 დღის წინანდელი ფოტოსესიის ფოტოები, რომლებიც არ არის საჭირო. ყველაფერს იტყუება იაკობ ბრეგვაძეო რომ ამბობენ, ეგ უკვე ტყუილია. ხიდზე იღებდა, დროის გაყვანას ცდილობდა და სუს-ის აგენტია იაკობ ბრეგვაძეო. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩემი ვერსია რომ ვთქვა ხალხი იტყვის იაკობ ბრეგვაძემ თქვა ესე და ესე ანუ აზრით კი არა, იცის და თქვაო" - განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ "აჭარის ტელევიზიასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×