რეზონანსი
17.07.2020

გამოძიებას არაფერს ვუმალავ, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს 3 საათის განმავლობაში პასუხობდა.

გამოკითხვიდან გამოსულმა ფოტოგრამა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ არაფერს მალავს.

ცნობისთვის, იაკობ ბრეგვაძე არაგვის ხიდის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტისას გიორგი შაქარაშვილთან, კოკო ღიბრაძესთან, ვახო ახვლედიანთან, გიორგი ქათამაძესთან და გური ამირხანაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ის ინციდენტის დროს მიტოვებულ შენობაში იმალებოდა. 112-ში დარეკვის შემდეგ კი, ის თბილისში სამართალდამცავებმა ჩამოიყვანეს. სწორედ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ აქვთ უფლებადამცველებს მის მიმართ კითხვები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×