რეზონანსი
17.07.2020

20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

„ქართული ოცნების" ლიდერები წინასწარ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, „ქრონიკისთვის" ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად განიხილება 2 ყოფილი მინისტრი: დავით სერგეენკო და სოზარ სუბარი. სავარაუდოდ, სიაში არ იქნებიან კახა ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი. ასევე სავარაუდოდ, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის მოადგილე მამუკა მდინარაძე იქნება.

საპარლამენტო არჩევნები კი 31 ოქტომბერს ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×