
მე არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს ჩხუბი, ვთქვი რომ ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მანვე რამდენიმე ტელევიზიას მიმართა და აღნიშნა, რომ მცდელობაა, რომ "პრომოძალადედ გაასაღონ".
"მცდელობა, მე გამასაღოთ პრომოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი. მე არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს ჩხუბი, ვთქვი რომ ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. მე ვთქვი, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა აღიარებაში და მონანიებაშია"-განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა " მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული - კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა აღიარება და მონანიება".