რეზონანსი
17.07.2020

ჩვენთან სიტუაცია რომ არ დამძიმდეს, ამიტომ ხდება ახალი რეგულაციების შემოღება, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში ზომიერი კონტროლირებადი მატების შენარჩუნება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იმის თქმა, რომ ჩვენთან შემთხვევები არ იქნება, ეს რა თქმა უნდა არასერიოზულია. ხომ ხედავთ ჩვენ გარეშემო ქვეყნები რა დღეში არიან. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ არსებული სიტუაცია, ამისთვის ჩვენი ყველა რეგულაცია, ჩემი აზრით, სრულყოფილია. ახალ-ახალი რეგულაციები ემატება, რადგან შემდგომშიც დარჩეს ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებული კონტროლირებადი სიტუაცია", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, შერეული სწავლება იმისთვის იგეგმება, რომ აღდგეს სწავლება და სკოლებმა ფუნქცია დაიბრუნონ.

„ასეთი კონფიგურაციით, ანუ დღეგამოშვებით, გაყოფილი კლასების დასწრება სკოლაში და მეორე ნახევრის ონლაინ რეჟიმში სწავლება არის ის საშუალება, რომელიც რეგულაციებს გაამყარებს. ამ კლასებში შესაძლებელი იქნება დისტანცირება და პირბადის გამოყენების ეფექტურობაც", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფიქრობენ სწავლის შერეული მოდელზე, რომელიც გარკვეულწილად ონლაინ და საკლასო სწავლებას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×