რეზონანსი
17.07.2020

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე რუისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მისაბმელიანი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რა დროსაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

აიპიენი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×