რეზონანსი
17.07.2020

ხვალ, 17 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, 13 ასურელი მამის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 17 ივლისს, ღამის 23:00 საათიდან, 18 ივლისის დილის 10:00 საათამდე,  წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში 13 ასურელი მამის, როსტევანის, ჯანიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ბენდუქიძის და დიდი დიღმის დასახლებებს, სოფელი დიღმის და ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის და ვაზისუბნის ქუჩებს. დიდუბის რაიონში – დიღმის მასივის I კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს. გლდანის რაიონში ზაჰესში – გრ. ხანძთელის, სხვიტორის და კასკადის ქუჩებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×